ზვიად ქაწაშვილი:ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები. შინაგან
საქმეთა სამინისტროს ბევრი დანაყოფი არის  გამოყოფილი, კერძოდ, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე , სადაც გუშინ ნანახი იქნენ მიცვალებულები. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ამ ტერიტორიაზე, რადგანაც  ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ კიდევ შეიძლება ჩვენ დაკარგულ პიროვნებას აქ მივაკვლიოთ.- განცხადებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ავრცელებს.

“რაც შეეხება სტიქიას,რომელიც 13 ივნისს მოხდა, პირველი ზარი 112-შიშემოვიდა , ვაკონტრეტებ 22 საათზე  და  11 წუთზე. სამ წუთში იყო გასული მთელი თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე. დავაკონკრეტებ იმასაც, რომ გამოძახებები იყო თბილისის მასშტაბით, სადაც წყალდიდობები დაიწყო.თავიდან დაიწყო ჩუღურეთის რაიონში, ხოლო შემდეგ, როცა უკვე აქ მოხდა ვერეს ხეობაში წყალმოვარდნა, აქ ისე სწრაფად განვითარდა, 3-4 წუთის მანძილზემოხდა  ამ  მთელი ტერიტორიის წყლით დაფარვა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენიმ წუთისთვის მეხანძრე-მაშველები, რეაგირება იყო მყისიერი. ჩვენ გვაქვსქრონომეტრაჟი, როგორ მოხდა გამოსვლები, სამ წუთში იყო ყველა დანაყოფი გამოსული თბილისის  მთელი მასშტაბით გაშლილი და ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, ის იყო ერთ-ერთი მათთაგანი, ვინც უკვე აქ შრომობდნენ და გამოძახების შემდეგ მას უკვე მოსწრებული ჰქონდა 7-8 ადამიანის სახიფათო ზონიდან გაყვანა. ის და თავისი მეწყვილე  იმ მომენტში შრომობდნენ, რომ კიდევ 4 ადამიანი უნდა გაეყვანათ უსაფრთხო ადგილას, როცა წყალი ძალიან ადიდდა და მას მორი დაეჯახა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი.“ – განაცხადა ქაწაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button