8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური არჩევნებიც გაიმართება

8 ოქტომბერს საპარლამენტო, გამგებლებისა და მერების ასევე საკრებულოს შუალედური არჩევნებიც გაიმართება.
გადაწყვეტილება საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩანიშვნის შესახებ ცესკოს სხდომაზე მიიღეს.
მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს შუალედური არჩევნები 7 ოლქის 106 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ამომრჩეველი დამატებით ბიულეტინს წალკაში, ჭიათურაში, აბაშაში, კრწანისში, ისანში, გლდანში და ზუგდიდში მიიღებენ.
ასევე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ავღანეთში 2 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
ჯარისკაცებს ხმის მიცემის საშუალება ბაგრამის და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნებზე შეეძლებათ.
საარჩევნო უბნები 1 ოქტომბერს, დილის 8 საათზე გაიხსნება და ხმის მიცემის პროცესი საღამოს 8 საათზე დასრულდება.