მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

8 სულიანმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი პროტესტის ნიშნად დატოვა-ხმაური ჭალეში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, აქუბარდიების 8 სულიანმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი პროტესტის ნიშნად დატოვა და სახლის გასაღები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცა.

ოჯახი “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომპანია მათ კუთვნილი თანხას არ აძლევს, ხოლო მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე კი ელექტროგადამცემი ბოძების უკანონო მონტაჟს ახორციელებს.

მათივე თქმით, ელექტრომოწყობილება დასახლებულ პუნქტთან ახლოს სახიფათოა და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, რის გამოც იძულებულები არიან საცხოვრებელი სახლი დატოვონ.

საქმე ეხება მოსახლეობასა და კომპანიას შორის წლების წინ დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე განთავსდებოდა ელექტროსადენი ბოძები და სახლის დატოვების სანაცვლოდ ისინი მიიღებდნენ შესაბამის კომპენსაციას, თუმცა ამ დრომდე კომპანიასა და მოსახლეობას შორის კომპენსაციის საკითხში შეთანხმება ვერ შედგა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას შესთავაზეს კონკრეტული თანხა, რაზეც ადგილობრივები არ თანმხდებიან, რის გამოც დავა სასამართლო გზით გრძელდება.

კომპანია მზად არის მოსახლეობას სრულად აუნაზღაუროს ის თანხა, რასაც სასამართლო გადაწყვეტს.

ცნობისთვის, ქვეყნისთვის უმნიშვნელობან პროექტს ჯვარი-ხორგას შემაერთებელ ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 2016 წლიდან ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება 271 ანძა, რომელთა ნაწილი ადგილობრივების საცხოვრებელ ტერიტორიაზე გაივლის. მესაკუთრეებისთვის გადახდილი კომპენსაციის ჯამი 4 მილიონ ლარამდეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button