კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
8 თვის ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მამა დააკავეს

ქალაქ გურჯაანში, 8 თვის ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, 36 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ბავშვის მამაა.
გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა 25 წლის მეუღლეს, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა, 2020 წელს დაბადებული ჩვილი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.
მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 8 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტი, გურჯაანში 8 მარტის ღამეს დაფიქსირდა.
ბავშვი, სავარაუდოდ, ასფიქსითაა გარდაცვლილი