რეგიონი

9 აპრილს დაღუპულებს პატივი კახეთშიც მიაგეს

9 აპრილს დაღუპულებს პატივი კახეთშიც მიაგეს
თელავში, გმირების მემორიალი კახეთის გუბერნატორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეამკო.

ირაკლი შიოშვილი ამბობს, რომ თავისუფლებისათვის საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო.
” 1989 წლის 9 აპრილი ქართველების ერთიანობის სულისკვეთებასთან ერთად დიდი ტრაგედიაა. ეს არის დღე, რომელიც მუდამ გვახსენებს ქართველების ერთიანობის სულისკვეთებასა და ამავდროულად დიდ ტრაგედიას. 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს და მოწამლეს. ქვეყანამ თავისუფლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო”- განაცხადა შიოშვილმა.

9 აპრილს გარდაცვლილთა შორის, კახეთიდან 22 წლის ლაგოდეხელი, მამუკა ნოზაძე და 35 წლის თელაველი, შალვა ქვასროლიაშვილი იყვნენ, რომელმაც რუსი ჯარისკაცის ორლესული ნიჩბისგან ორსული ქალი გადაარჩინა და თავად დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button