900 ათას ლარამდე ინფრასტრუქტურული ზიანი

ყვარელში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზიანი 900 ათას ლარამდეა.

20 აგვისტოს სტიქიის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

როგორც რადიო “ჰერეთს” ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, “აღწერილია 550-მდე ოჯახი, რომელსაც სეტყვამ ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა”.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, სტიქიამ ძირითადად საფერავის ჯიშის 1300 ჰექტარი, ხოლო რქაწითელის ჯიშის 1000 ჰექტარი ყურძენი გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button