ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვეს
საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ამერიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
სადებიუტო მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა ვენესუელას ნაკრები გაანადგურეს – 90:58.
საქართელოს ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი გია სანაძე გახდა. 15-15 ქულა დააგროვეს პაატა გურასპაულმა და ზაზა ღონღაძემ, ხოლო დავით გიორგობიანის ანგარიშზე 12 ქულადაგროვდა. 10-10 ქულა ნიკოლოზ ჩერქეიშვილმა და ლევან წულაიამ დააგროვეს, ალქსანდრე ფერიშვილმა კი უფრო დაცვაში გამოიჩინა თავი – მის ანგარიშზე 10 (!) დაფარებადა 6 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სამხრეთ ამერიკის კიდევ ერთ წარმომადგენელ – ჩილესთან გამართავს.