91 წლის უკრაინელი ქალბატონი შიშველი ფოტოსესიის გმირი გახდა [Photo]
უკრაინელმა ფოტოგრაფმა, ირინა სუხომლინოვამ საკუთარი პროექტი, სახელწოდებით “სიბერე” 91 წლის კიეველ ქალბატონ ვერას მიუძღვნა, – გვაცნობებს Українська правда.
ფოტო-მხატვარმა განაცხადა, რომ ქალბატონი ვერა საკუთარ ეზოში გაიცნო, სადაც იგი მებაღეობით იყო დაკავებული. პატარა და დიდსულოვანმა ქალმა ისე განაცვიფრა სუხომლინოვა, რომ მხატვარმა სადიპლომო პროექტი მას მიუძღვნა.
Українська правда-სთან საუბარში ქალბატონმა ვერამ განაცხადა, რომ უკრაინაში ხანდაზმული ადამიანები უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ. ამის გარდა, 91 წლის პენსიონერი თვლის, რომ ქალი ლამაზი და სექსუალურიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს.
გამოცემის ინფორმაციით, ირინა სუხომლინოვას ფოტოგამოფენა “სიბერე” 4 მარტს კიევის გალერეა Ра-ში გაიმართება.
Українська правдаУкраїнська правдаУкраїнська правда