მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა დაიწყო
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს პირველობამ 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება და გამარჯვებული მოჭადრაკეები აგვისტოში, თანატოლთა შორის, ინდოეთში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
შეჯიბრზე დაწესებულია საპრიზო ფონდიც, რომელიც სამეულში გასულ ჭაბუკებსა და გოგონებზე ერთნაირად გადანაწილდება: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 200 ლარი.