სამხრეთ კორეელი პიანისტი ჯეგალ სემი 96 წლის არის და მას იმედი აქვს, რომ საზოგადოების წინაშე ისევ დაუკრავს. ამის შესახებ BBC წერს.
პიანისტმა ინსტრუმენტზე დაკვრა 14 წლისამ დაიწყო. ის მუსიკის პედაგოგიც იყო და ამ კუთხით, მისი კარიერა 50 წელს მოიცავს.
ჯეგალ სემს მუსიკალურ წრეებში ასაკის მიუხედავად კვლავ უძლიერეს პიანისტად მიიჩნევენ.
პენსიონერი პიანისტი ინსტრუმენტთან ყოველდღე ვარჯიშობს და აცხადებს, რომ ფორმის შენარჩუნება სურს. რადგან, როცა შემთხვევა ექნება საზოგადოების წინაშე კიდევ დაუკრას.
ის პიანისტის კარიერამ კორეის ომსაც გადაარჩინა
ჯეგალ სემს იმედი აქვს, რომ ყველაზე ასაკოვანი პიანისტი გახდება, რომელიც საკუთარ კომპოზიციას ფართო აუდიტორიის წინაშე შეასრულებს.