მნიშვნელოვანისაქართველო

უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმის 20 ლარამდე გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმის ოც ლარამდე გაზრდას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ხუთი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის მიხედვით, საურავის ოდენობა 50-დან 40 ლარამდე მცირდება. გარდა ამისა, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს თანხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button