მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს 50 წლოვანი ცაცხვის ხე ისე დააზიანეს, რომ წაიქცა [Video/Photo]

ლაგოდეხში კოსტავას ქუჩაზე, 14 ნომერთან მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, თითქმის 50 წლოვანი ცაცხვის ხე ისე დაზიიანეს, რომ  წაიქცა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ  სამუშაოების დროს ბულდოზერმა ხეს ფესვები შეუჭრა, დღეს დილით კი ხე წაიქცეული დახვდათ.

სამოქალაქო აქტივისტი ლალი ევტუშენკო მომხდარზე  სასწრაფო რეაგირებას  ითხოვს. ამბობს, რომ “პირველ რიგში ვიდრე ხე მთლიანად განადგურდება, უნდა მოხდეს მისი დამუშავება, გადაბელვა და მიწის მასით დაფარვა”. ევტუშენკოს თქმითვე, “მომხდარზე მოკლვევაც უნდა დაიწყოს და პასუხისმგებელ პირები  გამოვლინდნენ, შესაბამისად მათ მიმართ უნდა  გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძებები”.

ხის დაზიანების შესახებ მერიამ რადიო “ჰერეთისგან” შეიტყო.

კოსტავას ქუჩაზე სარეაბლიტაციო სამუშაოები ახლა შეჩერებულია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მოკვლევა  უკვე დაიწყეს, პარალელურად  მოხდება ხის დაზიანებული ფესვების დამუშავება და სპეციალისტებთან ერთად შეეცდებიან ხე გახმობას გადარჩინონ.

კოსტავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშოებს შპს „ავტოგზა“ აწარმოებს. მისი ხელმძღვანელი  გია წიქარიშვილი დღეს ადგილზე არ გამოჩენილა. რადიო “ჰერეთთის” ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში კი აღნიშნა, რომ ხე მისი კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების დროს არ დაზიანებულა.

აღსანიშნავია, რომ  დაზიანებულ ხესთან ახლოს არსებულ კერძო საკუთრებაში, გარკვეულ გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს ბიზნესმენი ჟორა რობიტაშვილი. ადგილზე მის მიერ დაქირავებული მძიმე ტექნიკაც მუშაობდა. თუმცა რობიტაშვილიც ამბობს, რომ ხე არც მათი მხრიდან არ დაზიანებულა.

ვინ დააზიანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე ისე, რომ ის წაიქცა? – ამ შეკითხვაზე პასუხი ლაგოდეხის მერიამ უნდა გასცეს, რომელიც მოკვლევას ატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button