მსოფლიოსიახლეები

ქაბულში ავტობუსის აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ავტობუსის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა. ,,როიტერი” ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ავტობუსს ადმინისტრაციული რეფორმებისა და სამოქალქო მომსახურების კომისიის თანამშრომლები გადაჰყავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არავის აუღია. ორი დღით ადრე, 2 ივნისს, ქაბულში ავტობუსი ააფეთქეს, რომელსაც სტუდენტები გადაჰყავდა. შედეგად, დაიღუპა ორი და დაშავდა 24 ადამიანი. აღნიშნულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button