მნიშვნელოვანირეგიონი
რატომ არ იხსნება ფშაველი-აბანო-ომალოს გზა
ხმაური და საკრებულოს ჩაშლილი სხდომა ახმეტაში. წარმომადგენლობით ორგანოში ის ადამიანები მივიდნენ და შეკითხვებზე პასუხები მოითხოვეს, ვინც თითქმის ერთი თვეა ფშაველი-აბანო-ომალოს დამკავშირებელი გზის გახსნას ითხოვს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლების უყურადღებობის გამო ზარალდებიან, მთაში ვერ მიჰყავთ საქონელი და თითქმის ჩავარდა ტურისტული სეზონი.
თუშეთისკენ მიმავალი გზის 56-ე კილომეტრზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ხელვნური ტბა წარმოიქმნა და გზა დატორა. მოძრაობა შეწყვეტილია. მთავრობა კი ირმწმუნება, რომ მუშაობს.
მოუსმინეთ რეპორტაჟს ►