fbpx
Hereti FM

აქცია და კონტრაქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

160
Share Button

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე საათია „თბილისი პრაიდის“ აქცია და ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებული კონტრაქცია მიმდინარეობს. მათ შორის, პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დგას, რომელიც ორ აქციას, ერთმანეთისგან მიჯნავს. კონტრაქციის მონაწილეები, ლგბტ თემის აქციის ორგანიზატორებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
ამ დროის ინფორმაციით, შსს-მ კონტრაქციის მონაწილეებიდან ცხრა ადამიანი დააკავა, რომელებიც პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას ცდილობდნენ.

თბილისი პრაიდის წევრები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განცხადების გაკეთებას ითხოვენ.

,,რა მიზნითაც შევიკრიბეთ, ეს ისევ აქტუალურია ჩვენთვის, ივნისის ბოლოს იგეგმება ღირსების მარში და ეს აქცია არის ერთგვარი ტესტი – თუ დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები არ გააკეთებენ კონკრეტულ განცხადებას, რაც არის მათი პოზიტიური ვალდებულება, რომ ვისარგებლოთ საჯაროდ შეკრების უფლებით, ჩვენ არ დავიშლებით. ეს არის პრინციპული საკითხი ჩვენ სამართლიანობა გვაქვს, თუ არ გვაქვს “, – განუცხადა ტელეკომპანია პირველს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწი ნინო ბოლქვაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყვითელი ავტობუსი დგას, რომელიც სავარაუდოდ, ლგბტ თემის წარმომადგენლების უსაფრთხოდ გასაყვანად იქნა ადგილზე მიყვანილი, თუმცა აქციის მონაწილეებმა, უარი განაცხადეს ავტობუსით გაყვანაზე და დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, 19:00 საათზე, ადგილზე ,,თბილისი პრაიდის” აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის მონაწილეები დახვდნენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი