მნიშვნელოვანისიახლეები

დადგება დღე, როდესაც ხალხი შეიკრიბება თბილისში და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას მიაღწევს-სააკაშვილი

სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ამის უამრავი მტკიცბეულება არსებობს-პროკურორი

რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩამოვიდა უსამართლობის წინააღმდეგ მშვიდობიანად ბრძოლისთვის.

მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავარი ოპოზიციის სრული ერთიანობის მიღწევაა. როგორც ის ამბობს, დადგება დღე, როდესაც ხალხი შეიკრიბება თბილისში და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას მიაღწევს.

“წარმოუდგენელი პერსპექტივები აქვს საქართველოს. ერთადერთი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ეს არის სრული ერთიანობა ყველა ოპოზიციის, არ დავუჯეროთ ეშმაკს, რომელიც ჩაგვჩურჩულებს, რომ მაინც არაფერი არ გამოვა. რა თქმა უნდა, დადგება ის დღეც, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში და რომელიც მიაღწევს რიგ გარეშე არჩევნების ჩანიშვნას. პირველივე დიდი კამპანიური აქციების შედეგად, რა თქმა უნდა, მე გავთავისუფლდები საპატიმროდან. ეს მშვენივრად იცის ამ რეჟიმმა. მერე უკვე ვერავინ ვერ გამაწყვეტინებს, როდესაც ვიდგები რამდენიმე ათეული ჩვენი მეგობრის წინაშე, არამედ ვუდგები 200 ათასი ქართველის წინაშე…

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები. არ უნდა მივცეთ საშუალება რეჟიმს, რომ ერთ ადგილზე შევიკრიბოთ ყველა და ყველა დაარბიოს, უნდა იყოთ ბევრ ადგილზე, უნდა გამოვიყენოთ ერთი ტრიბუნა, მეორე ტრიბუნა, მესამე ტრიბუნა,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ საააკშვილი აცხადებს, რომ პატიმრობის პერიოდში, მისდამი მოპყრობის შედეგად, „მძიმე ნევროლოგიური დაავადებით დაავადდა“.

„სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად, რომელიც მე მივიღე, დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც როგორც ხედავთ, გონებას არ მიბნიდავს მაგრამ ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის და რომლის მკურნალობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში შეუძლებელია. ამის დასადასტურებლად, რომ საქართველოში ეს შეუძლებელია რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი აპირებს ჩამოსვლას და უკვე მე-4 კვირაა ვერ იღებს ნებართვას. თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში, დიქტატურულშიც კი მათ შეუშვებდნენ“, – განაცხადა სააკაშვილმა 13 იანვრის სხდომაზე.

სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დეკემბრის ბოლოს ილაპარაკა ცენტრი „ემპათიის“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ და თქვა: „ვერნიკეს ენცეფალოპათია კლინიკურ სურათში წამყვანია. ვშიშობთ, რომ არ მოხდეს მისი გადასვლა კორსაკოვის სინდრომში, რომელიც არის საკმაოდ სერიოზული დაავადება… გამოიკვეთა ნეიროპათია ანუ პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვერ გრძნობს იატაკს, უჭირს, შესაბამისად, გადაადგილება. ნათხემის დისფუნქციასთან ერთად, მთელი რიგი მგრძნობელობითი მოშლილობები აქვს და იმ სეგმენტებში, სადაც ეს მოშლილობები აღენიშნება, აქვს გამონაყარი“.

მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენიბინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, გორის ჰოსპიტალში 8 ადამიანი ახრჩობა.

„გიორგი ანწუხელიძემ მიწას არ აკოცა და არც მთავარსარდალი მოიხსენია აუგად, რომელსაც ამით არაფერი დააკლდებოდა. პირიქით – ერთი მებრძოლის სიცოცხლეს გადავარჩენდით. მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს. გორის ჰოსპიტალში, სადაც დაცული უნდა ვყოფილიყავი, 8 კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა 200/110 წნევით. იმ ადგილთან ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რომ ჩემთვის დედა არ შეეგინებინა. თქვენ გესმით, ვის ხელშია ჩავარდნილი საქართველო?! გესმით, ვის ასამართლებენ და ვინ ასამართლებს?! გესმით, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი სამუშაო?!“– განაცხადა სააკაშვილმა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს.

საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ამის უამრავი მტკიცბეულება არსებობს.

“უკრაინის მოქალაქე ძებნილი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი და იმყოფება დღეს საქართველოში ამაზე მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. ელგუჯა ცომაიას, წოწორიების ჩვენება ეს არის დამატებითი მტკიცებულება.

მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე დღეს შუამდგომლობას დააყენებს და აღიარებენ ჩადენილ ქმედებას.

იმედი მაქვს, რომ დღესვე დაკითხვანე წოწორიებს და ცომაიას, რომლებიც მზად არიან დღესვე მისცენ ჩვენება მიხეილ სააკაშილის თანდასწრებით,”- აცხადებს ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი ორ საქმეზე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის – ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო.

მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ჰყავს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button