დაზარალებულებმა 17 მაისის საქმე მოიგეს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს 33 500 ევროს გადახდა დააკისრა. საბოლოო განაჩენი, რომელიც ევროსასამართლოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა, მოსარჩელე მხარე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობაა“ და მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაზარალებულად 14 პირი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცნო. თითოეულ მათგანს სახელმწიფომ 1500-დან 4000 ევრომდე უნდა გადაუხადოს.

განაჩენის თანახმად, 14 პირს საერთო ჯამში, სახელმწიფომ 33 500 ევრო უნდა აუნაზღაუროს, ხოლო ორგანიზაცია „იდენტობის“ სასარგებლოდ, 1 500 ევრო უნდა გადაიხადოს. ანაზღაურება დაზარალებულებს განაჩენის გამოტანის დღიდან სამი თვის ვადაში, ევროპის ცენტრალური ბანკის საშუალებით უნდა გადაეცეთ.

ევროსასამართლოში ყველა განაცხადი 2012 წლის 3 და 5 ივლისის პერიოდში შევიდა, რომლითაც დაზარალებულები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ითხოვდნენ, რომლებიც მათ თავს დაესხნენ.

შეგახსენებთ, 2012 წლის 17 მაისს, ლგბტ პირების და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ, რუსთაველის გამზირზე, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას დაპირისპირება მოყვა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფმა მოქალაქეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლგბტ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button