პრინცი ჰარი საცოლეს ეძებს
ბრიტანეთის გვირგვინის მეხუთე მემკვიდრემ, განაცხადა, რომ ძალიან უნდა ცოლ-შვილი, მაგრამ ჯერ არ იცნობს იმ ქალს, რომელსაც საკუთარ ბედს დაუკავშირებს.
მისი თქმით, მომავალი ცოლი მზად უნდა იყოს, რომ ქმართან ერთად, საჯარო ადამიანის თანმდევი ტვირთი გაინაწილოს.
გასული წლის აპრილში, საცოლესთან დაშორების შემდეგ, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ამჟამად თავისუფალია.
წელს ცნობილი გახდა, რომ ჰარი მსახიობ ემა უოტსონზეა შეყვარებული. ბრიტანული პრესის ცნობით, მან საერთო ნაცნობებს სთხოვა, რომ ემა პაემანზე დაეყოლიებინათ. ამის შემდეგ, პრინცმა ქალიშვილს ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
პრინცი ჰარი – უელსის პრინც ჩარლისა და პრინცესა დიანას უმცროსი ვაჟია. პატარა შარლოტა ელისაბედ დიანას დაბადების შემდეგ, მან ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში, მეოთხედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. პრინცმა ეს ფაქტი ერთი სიტყვით დააკომენტარა – „შესანიშნავია!“
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”5806″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1431424189358″]