მნიშვნელოვანისაქართველო

სახალხო დამცველის მოადგილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე კონტრაქციის მონაწილეებმა, სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. უცენზურო სიტყვებთან ერთად, კონტრაქციის მონაწილეებმა მას მიმართეს – ,,დაგერხა დაგიმახსოვრეთ”.

გიორგი ბურჯანაძე თბილისი პრაიდის აქციის მხარეს იმყოფებოდა, რომელსაც პოლიცია კონტრაქციის მონაწილეებისგან მიჯნავს. მას სიტყვიერი შეურაცყოფა იმ დროს მიაყენეს, როცა ტერიტორიას ტოვებდა.

შეგახსენებთ, 19:00 საათზე, ადგილზე ,,თბილისი პრაიდის” აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის მონაწილეები დახვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button