fbpx
Hereti FM

საქართველოს პრეზიდენტი ლაგოდეხშია [ფოტო/აუდიო]

4 793
Share Button

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახეთში 3 დღიან ვიზიტს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში სტუმრობით ასრულებს. პრეზიდენტი ლაგოდეხის ნაკრძალშია, სადაც ადმინისტრაციული ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრის სავალზე არსებულ “როჭოს ჩანქერზე” იმყოფება.

მანამდე ზურაბიშვილი ჩავიდა რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. შეხვდა ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, ფერმერებს, დაათვალიერა საკურორტო ზონები და ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტების მერებმა კი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ საკურორტო ზონებზე, რომლთაც დასასვენებელთან ერთად სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ფუნქცია აქვს.

პრეზიდენტის თქმით, ასეთი საკურორტო ზონები ინფრატსრუქტურულად უნდა განვითარდეს და თანამედროვე გახდეს, რაზეც ადგილობრივმა და ცენტარლურმა ხელისუფლებამ ერთად უნდა იმუშაონ.

ზურაბიშვილი სოფელ შაშიანში მეღვინე ქალს, თამარ დიმღელაშვილსაც ეწვია. მას 5 ჰეტარზე ვაზის სხვადასხვა ჯიშები აქვს გაშენებული. რქაწითელთან და ქისთან ერთად მოჰყავს ფარანგული შარდონეც. როგოც მეღვინე ქალი ამბობს, ვაზს პირადად უვლის, ღვინოს კი ქვევრში აყენებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნუშის, ხოლო სოფელ ნუკრიანში ლავანდას პლანტაციები დაათვალიერა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ინვესტორები სამომავლოდ აგროტურიზმის განვითარებასაც გეგმავენ, რაც რეგიონისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

სასოფლო სამუერნეო სავარგულებისა და ტურისტული ობიექტების გარდა სალომე ზურაბიშვილი სამედიცინო დაწესებულებებსაც ეწვია. მან C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ის დარწმუნებულია, რომ საქართველო C ჰეპატიტის დაამარცხებს.

სალომე ზურაბიშვილი კახეთში უკვე სამი დღეა იმყოფება.

მოუსმინეთ რეპორტაჟს ►

სალომე ზურაბიშვილი/ფოტო რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი
სალომე ზურაბიშვილი/ფოტო რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი
სალომე ზურაბიშვილი/ფოტო რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი
სალომე ზურაბიშვილი/ფოტო რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი

 

სალომე ზურაბიშვილი/ფოტო რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი
სალომე ზურაბიშვილი/ფოტო რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი
ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი