მნიშვნელოვანისაქართველო

ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის გაზრდას აპროტესტებს

იმ ფონზე, როცა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, სამოქალაქო საზოგადოება კი ქვეყნის პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი იზრდება.

ახალი პროექტით სალომე ზურაბიშვილს ღონისძიებებისთვის თანხა 2 მილიონ ლარზე მეტით ეზრდება. ქვეყნის ვალების საგანგაშო ზრდა, მთავრობის მხრიდან არასწორი მენეჯმენტი, ბიუროკრატიაზე თანხის ხარჯვა და საკუთარი კეთილდღეობის წინა პლანზე დაყენება- ამ მიზეზებს ასახელებს „ევროპული საქართველო“, რის გამოც პარტია წარმოდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე კი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების საფრთხეზე საუბრობს: უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე დეტალური განცხადების გაკეთებას მას შემდეგ აპირებს, რაც ხარჯების ზრდის კონკრეტულ მიზეზებს გაეცნობა:

მსგავსი პოსტები

Back to top button