მნიშვნელოვანისაქართველო
ხანძარმა სიღნაში სასტუმრო, რესტორნები და მაღაზია გაანადგურა [რეპორტაჟი/ფოტო]
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/10/71587680_10212536568729717_1868798776534106112_o.jpg)
სასტუმრო, ორი რესტორანი და მაღაზია დაიწვა დღეს სიყვარულის ქალაქად წოდებულ სიღნაღში.
საერთო ჯამში დამწვარი ფართობი 500 კვადრატულ მეტრეზე მეტია. მეპატრონეები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურასთან ერთად განადგურდა თითქმის ყველაფერი – ავეჯი, ტექნიკა და პროდუქტი.
მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ თუკი სიღნაღს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტექნიკა ეყოლებოდა, ხანძრის მასშტაბები ნაკლები იქნებოდა.
შენობა, რომელიც დაიწვა 18ე საუკუნეშია აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გამოძიებამ უნდა დააგინოს ხანძრის გაჩენის მიზეზი.
გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟი ►