მანქანის ძრავის აალების შედეგად მამაკაცი დაშავდა
მამაკაცი დაშავდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში, ასფალტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი გამავლობის ტვირთმზიდის ძრავში გაჩენილი ხანძირის შედეგად.
როგორც რადიო “ჰერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, დაზარალებულს მდინარიდან ტრაქტორით ქვიშა ამოჰქონდა, რა დროსაც ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა და ცეცხლი გაუჩნდა. მამკაცმა დამვწვრობა ხელისა და სახის არეში მიიღო.
იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.