მნიშვნელოვანისაქართველო

გამჭვირვალობა საქართველომ თელავში წარმომადგენლობა გახსნა

დღეიდან თელავში მუშაობა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონულმა ოფისმა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, “ოფისის მთავარი ფუნქცია იმ კორუფციული სქემების გამოვლენა იქნება, რაც თელავსა და მთლიანად კახეთში სახელისუფლებო და საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეხება”.

გიგაურისვე თქმით, მსურველ მოქალაქეებს ადგილზე იურიდიულ კონსულტაციასაც გაუწევენ.

გამჭვირვალობა საქართველოს კახეთის რეგიონულ ორგანიზაციას გიორგი ბიძინაშვილი უხელმძღვანელებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კახეთის გარდა რეგიონული ოფისები აქვს ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ახალციხეში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button