მნიშვნელოვანისაქართველო

ექიმი: 12 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, კვლავ მძიმეა. მოზარდს თავის ქალის ტრავმა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება.

ექიმის, არჩილ აგლაძის თქმით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს.

“ქალა ფუძის მოტეხილობა, მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში. ნეიროქირურგიული კუთხიდან გადაუდებლად ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. განაგრძობს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია,” – განაცხადა ექიმმა არჩილ აგლაძემ.

12 წლის ბავშვს სამგზავრო ჩქაროსნული მატარებელი მეტროსადგურ “გოცირიძის” ტერიტრიაზე გუშინ დაეჯახა.

მსგავსი პოსტები

Back to top button