fbpx
Hereti FM

ლუვრში და ვინჩის გამოფენა გაიხსნა, რომლის მომზადებასაც 10 წელზე მეტი დასჭირდა

50
Share Button

გამოფენა, რომლის მომზადებასაც თითქმის 10 წელზე მეტი დასჭირდა, მნახველისთვის იხსნება.

ლეონარდო და ვინჩის 160-ზე მეტი ნამუშევრის ნახვა დღეიდან ლუვრშია შესაძლებელი. გამოფენა და ვინჩის გარდაცვალების 500 წლისთავს ეძღვნება და 2020 წლის 24 თებერვლამდე გაგრძელდება.

ლუვრის მუზეუმში რენესანსის პერიოდის 160-ზე მეტი ნახატიდან და ესკიზიდან ნაწილი დედოფალ ელისაბედ მეორის და ბილ და მელინდა გეიტსების კოლექციიდან არის.

ივარაუდება, რომ გამოფენა შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტ ვიზიტორს მოიზიდავს. ის შესაძლებლობას იძლევა მნახველმა ლეონარდო და ვინჩის მუშაობის ტექნიკა თანამედროვე ინფრაწითელი გამოსახულების ტექნოლოგიისა და ვირტუალური რეალობის გამოყენებით, უფრო ახლოს გაიცნოს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი