მნიშვნელოვანისაქართველო

მსჯავრდებულ მწყემსს რაიან სმიტის ოჯახმა წერილი გამოუგზავნა

სმიტების ოჯახის გახმაურებული მკვლელობისთვის გასამართლებული მწყემსის საქმე სტრასბურში მიდის. ხადას ხეობაში მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა. კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ბრალდებულს გარდაცვლილთა ოჯახმა წერილი გამოუგზავნა. ადვოკატის თქმით, წერილის შინაარსი უცნობია, რადგან პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა ის კობაურს არ გადასცა.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, მსჯავრდებული, მოკლული რაიან სმიტის დედის მიერ გაგზავნილი წერილის დაბრუნებას ითხოვს. უფლებადამცველი კობაურის სხვა საკანში გადაყვანასაც ითხოვს.

ამასთან კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმის განხილვა საქართველოში ობიექტურად არ წარიმართა. სწორედ ამიტომ ისინი სტრასბურგს მიმართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button