მნიშვნელოვანისაქართველო

ბოდბის მთავარეპისკოპოსი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებას საჯაროდ ადასტურებს

ბოდბის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი სკანდალური განცხადებების გაკეთების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა.

მეუფე იაკობმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ხმაურიანი განცხადებები და განმარტა, რომ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დროს საუბარი პატრიარქ, ილია მეორის ჩანაცვლებას შეეხებოდა. მისივე მტკიცებით, ეს ყველაფერი პატრიარქს თავად აცნობა და ილია მეორემ მათ ღირსეული პასუხი შეუთვალა.

ამასთან, მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრის დროს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უხერხულობას განიცდიდნენ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV “პირველის” ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

“გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი”, – მეუფე იაკობი ამბობს, რომ ამ შინაარსის შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა მეუფეებთანაც მართავდნენ: – „მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარია სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button