მნიშვნელოვანისაქართველო

ორი ტომარა ხორბლის გამო დაწყებული დაპირისპირების საქმე [ფოტო/აუდიო]

სიღნაღის სასამართლოს მოსამართლემ ქვემო ბოდბეში მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმე ეხება ორი ტომარა ხორბლის გამო დაწყებულ დაპირისპირებას, რაც დაჭრით დასრულდა.

ბრალდებულმა აღიარა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლა თუმცა თქვა, რომ ეს გააკეთა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად.

31 წლის კობა თარაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული და ამ დრომდე რეანიმაციულ გამყოფილებაში მკურნალობს.

თემის დეტალები რეპორტაჟში 👇

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button