მნიშვნელოვანისაქართველო

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა გადაიდო

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერებს მოუწოდა, რომ ხვალისთვის სრული მობილიზაცია მოახდინონ.

პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ნულოვან ბარიერს გულისხმობს.

იმის მიუხედავად რომ კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის 93 დეპუტატია, ზოგიერთი მათგანი კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს. მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება. რაც შეეხება კანონპროექტის მისაღებად საჭირო მინიმალურ 113 ხმას, მმართველი გუნდი ამ ხმების მოგროვებას ოპოზიციის დახმარებით აპირებს. საპარლამენტო ოპოზიციას გაცხადებული აქვს, რომ ის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორი მმართველი გუნდია.

მსგავსი პოსტები

Back to top button