მნიშვნელოვანისაქართველო

თალაკვაძემ აღიარა, რომ იტალიაში იყო ჩასული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ იტალიაში პირად საქმეზე ოჯახური ვიზიტით იმყოფებოდა. ამით თალაკვაძე გამოეხმაურა რამდენიმე ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ის კომოს ტბაზე დასასვენებლად იყო ჩასული.

“უნდა ვთქვათ, გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ რომ ეთქვათ საზოგადოებისთვის… თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე, ისვენებს ბიუჯეტის ხარჯზე, სხვა არაფერი აინტერესებს. რეალურად, დარჩა მხოლოდ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს უკვე იყო სასმახურში” – ამბობს თალაკვაძე და დასძენს: “მე პირადად ძალიან აღმაშფოთა როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე როგორც თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველდღე და არანაირი პოლიტიკური შატალო აქ არ ყოფილა”.

თალაკვაძე “ფეიკ ნიუსზე” პასუხს უწოდება ვიდეომიმართვას, რომელიც მან 22 ნოემბერს თავად გაავრცელა და რომელშიც აცხადებდა, რომ კომოს ტბაზე კი არა, პარლამენტში საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ევროპული საქართველოს” წევრმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა თალაკვაძის განცხადება ეჭვქვეშ დააყენა და “ფეისბუკით” დაწერა, რომ თალაკვაძე მასთან და გიგი წერეთელთან ერთად 21 ნოემბერს ჩაფრინდა თბილისში სტამბოლიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button