fbpx
Hereti FM

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის ბარიკადებით დაკეტა

46
Share Button

პოლიციელების სიმრავლეა პარლამენტთან. მათ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩები რკინის ბარიკადებით გადაკეტეს. კონსტრუქციები დგას ჩიტაძის და ზუბალაშვილის ქუჩებზე. გადაკეტილია ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩისკენ მიმავალი გზაც. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს კვლავ აპირებენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას.

პარლამენტში დანიშნულია ჯერ იურიდიულ საკითხთა, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომები, ასევე პარლამენტის პლენარული სხდომა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი