მნიშვნელოვანისაქართველო
ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად მიესაჯა 5 წლით და 3 თვით პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი „ქართუ“-ს გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ ცნო საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მას დაუსწრებლად მიუსაჯა 5 წლით და 3 თვით პატიმრობა. გადაწყვეტილება დღეს, 2 დეკემბერს გამოაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.
ადეიშვილს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს. სისხლის სამართლის საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ბანკ “ქართუ”-ს გაკოტრების მცდელობას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ქონების გადამალვითა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადებით. ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.