მნიშვნელოვანისაქართველო

“ქართული ოცნება”თბილისში აქციის გამართავს გეგმავს

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

“ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს. ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას, საფრთხე არ შეექმნას,”- განაცხადა ჩაკვეტაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button