მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ვლადიმერ ხომერიკმა პრორუსული ორგანიზაცია კახეთშიც დააფუძნა

შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების შემდეგ, პრორუსული ორგანიზაციის დაფუძნების ხელშეწყობა კახეთში გადაწყვიტა “რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, ბათუმში დაბადებულმა ვლადიმერ ხომერიკმა, რომელიც დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს და იქაურ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირადაა მიჩნეული.

როგორც გავარკვიეთ, ხომერიკი 10-მდე ადამიანს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, ერთ-ერთ ოჯახში შეხვდა და მათი აზრი გაიგო იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ რუსეთზე და საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებულ ვითარებაზე.

ამ ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს მწვავედ აკრიტიკებს მმართველი გუნდი, ოპოზიცია და მესამე სექტორი.

მოუსმინეთ დავით ჭაბაშვილის და გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

ოლეგ ხარაული, ვლადიმერ ხომერიკის ორგანიზაციის მომავალი წევრი
გიორგი ღამბაშიძე: პარტია “ქართული ოცნება”
გიორგი ენუქიძე: პარტია “ევროპული საქართველო”

 

მსგავსი პოსტები

Back to top button