მნიშვნელოვანირეგიონი

COVID-19 – ვითარება კახეთში

კახეთში ბოლო 24 საათში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 249-დან 283 -მდე გაიზარდა, მეთვალყურეობა მოეხსნა 6 ადამიანს, ხოლო 3 მოქალაქე იძულების წესით საკარანტინო ზონაში, პოლიციის დახმარებთ გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზაბიშვილის თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე წუხელ ლაგოდეხის სასაზღვრო – გამშვები პუნქტიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშ მოათავსეს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

“თელავში მდებარე საკარანტინო ზონიდან ტემპერატურის და ყელის წვივს სიმპტომებით შუახსნის ქალი თელავის ერთ- ერთ კლინიკაში მოათავსეს, მას უკვე აუღეს ანალიზები, რომელსაც ცოტა ხანში ლურაგის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ერთ კაცს კი რამდენიმე საათში თელავის საკარანტინო ზონიდან თბილისში გადაიყვანენო”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის სამ საკარანტინო ზონაში სულ 133 ადამიანი იმყოფება. ისინი საქართველოში სხვადასქვე ქვეყნებიდან ბოლო დღეების განმავლობაში დაბრუნდნენ. სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button