მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველო 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს

საქართველო ხვალიდან, 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. შესაბამისი განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

“ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 43 შეადგინა, გამოჯანმრთელებულია 1, კარანტინში იმყოფება 1575 ადამიანი, სტაციონარში კი 275.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული.

დღეიდან აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button