fbpx
Hereti FM

ვებ-გვერდი stopcov.ge საიჭო ინფორმაციას უკვე აზერბაიჯანულ ენაზეც ავრცელებს

113
Share Button

კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდს stopcov.ge-ს აზერბაიჯანული ენა დაემატა.

როგორც საიტზეა მითითებული, ითარგმნა ყველა მითითება და რეკომენდაცია რაც აქამდე ქართUლ ენაზე იყო ხელმისაწვდომი.

საიტის ადმინისტრაცია წერს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სომხურენოვან ვერსიაზეც, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ხელისუფლებას 23 მარტს მოუწოდა, გამოეყწნებინა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და დაეწყო ინტენსიური საინფორმაციო კამპანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, სადავო არ არის, რომ როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ისე სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში ენობრივი ბარიერი და ინფორმაციაზე წვდომა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი