მნიშვნელოვანისაქართველო

COVID-19-ის დასადგენი სწრაფი ტესტების გამოყენება სავარაუდოდ დღეს დაიწყება

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში სავარაუდოდ დღეს ჩამოვა და მისი გამოყენებაც დაიწყება.

დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი (ტესტების) არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვანია, რადგანაც ვირუსის გამოვლენა სწრაფად მოხდება და კორონავირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 24 მარტს თქვა, სწრაფი ტესტის გამოყენება 25 მარტიდან უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ახალი მონაცემებით საქართველოში დაავადების შემთხვევათა საერთო რიცხვი (25 მარტის 11 საათის მონაცემები) 73-მდე გაიზარდა. მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button