fbpx
Hereti FM

“COVID-19-ით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლისაა, ყველაზე პატარა კი 2- ის”

184
Share Button

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკობრივი კატეგორია 2 წლიდან იწყება და 82 წლის ჩათვლითაა.

“საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური – 82, ხოლო მინიმალური – 2 წელი”, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 10 ; კარანტინის რეჟიმში იმყოფება- 4055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი