მსოფლიოსაქართველოსიახლეები

ევროკავშირის ქვეყნებიდან – $56 მლნ, რუსეთიდან – $43.8 მლნ

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 150.9 მლნ აშშ დოლარია. ეს 9.1%-ით ($12.5 მლნ) მეტია 2017 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე.

2018 წლის დეკემბერში შემოსული ფულადი გზავნილების 37.1% (56 მლნ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნების ხვედრითი წელი 32.2% იყო.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ფული ($20 მლნ) იტალიიდან გამოგზავნეს, მეორე ადგილზე ($17 მლნ) საბერძნეთია, ხოლო მესამეზე – ესპანეთი ($4.1 მლნ).

2018 წლის დეკემბერში საქართველოში რუსეთიდან გამოგზავნეს 43.8 მლნ დოლარი, აშშ-დან 15.1 მლნ, ისრაელიდან – 13 მლნ, თურქეთიდან – 7.8 მლნ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button