მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთთან ერთი დღე ომი უკრაინას, ასიდან 200 – მდე ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად უჯდება

საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და იტალიის პრემიერი ხვალ კიევში ჩავლენ

სევეროდონეცკი შესაძლოა მეორე მარიუპოლი გახდეს, ქალაქში მდებარე ქიმიური ქარხანა აზოტი კი აზოვსტალი.
უკრაინელი სამხედროები ახლა სწორედ ქარხნის ტერიტორიაზე არიან გამაგრებულები და საოკუპაციო ძალას დარტყმებს, აქიდან აყენებენ. ხელჩართული ბრძოლა სევეროდონეცკის ასაღებად, ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა უკრაინელების მიერ ქალაქის გაწმენდას, რუსული არმიის საარტილერიო დარტყმები ართულებს.

სარაკეტო იერიშებმა სევეროდონეცკში მდებარე საცხოვრებელი სახლების უმეტესობა უკვე გაანადგურა, დიდია დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა, გადარჩენილების ევაკუაცია კი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. გადარჩენას ახლა 10 ათასამდე ადამიანი ელოდება, რომლებიც უკიდურესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგანან.

მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ ხერსონშიც, რომლის გათავისუფლებას უკრაინელი სამხედროები ჯერ ვერ ახერხებენ. მუდმივი დარტყმის ქვეშ არის ხარკოვის ოლქიც.
საოკუპაციო ძალა ყოველდღე ბომბავს მიკოლაევს, საარტილერიო რაკეტები ძირითადად საცხოვრებელ სახლებს ხვდება, რის გამოც ყოველდღიურად იზრდება დაჭრილების რაოდენობა. დანაკარგებია უკრაინულ არმიაში, ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთთან ერთი დღე ომი უკრაინას, ასიდან 200 – მდე ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად უჯდება.
ამასთან ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსეთისთვის ისეთივე საგრძნობი უნდა იყოს, როგორც წინა ექვსი პაკეტი ერთად აღებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან და მონტენეგროს პრემიერ – მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსეთის აგრესიაზე ეფექტური ტაქტიკური პასუხი უნდა იყოს მეტი დახმარება უკრაინისთვის. დროული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შეიარაღებით დახმარება, ასევე გაზრდილი ზეწოლა რუსეთზე, გაზრდილი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. სანქციების მეშვიდე პაკეტი აგრესორი სახელმწიფოსთვის ისეთივე საგრძნობი უნდა იყოს, როგორც წინა ექვსი პაკეტი ერთად. ჩვენ ამის იმედი გვექნება“, – აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

ამავე ბრიფინგზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ მთელი მსოფლიოს გაერთიანება დააჩქარებს ომის დასრულების პროცესს.

„როდის დასრულდება ეს ომი, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, როდესაც გაერთიანდება ჩვენი უკრაინა მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად, როცა ყველა სერიოზულად დაიწყებს რუსეთისადმი მოპყრობას, როგორც ნებისმიერი ცივილური ფასეულობების მტრის, ასევე მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისადმი, მისი ინფორმაციული პოლიტიკისადმი, რომელსაც უბრალოდ ასე ჰქვია, ხოლო ჩვეულებრივი პროპაგანდაა; როცა ამ ყველაფერთან ბრძოლას დავიწყებთ… მაშინ რუსეთს მოუნდება ლაპარაკი არა მარტო იარაღით და სროლით. ამიტომ, უკრაინის გარშემო მსოფლიოს გაერთიანება დააჩქარებს პროცესს და ომის დასასრულს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და იტალიის პრემიერი ხვალ კიევში ჩავლენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ – მინისტრი მარიო დრაგი კიევში ჩავლენ – Bloomberg-ის ინფორმაციით, მათი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში ხვალ, 16 ივნისს არის დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button