მნიშვნელოვანისაქართველო

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან 5 სამხედრო მოსამსახურე კლინიკაში გადაიყვანეს

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. სამხედროები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, აღნიშნული პირების ანალიზები ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება.

კითხვაზე, იმყოფებოდნენ, თუ არა სამხედროები მარნეულში, რატიანი ამბობს, რომ აღნიშნული მისი პრეროგატივა არ არის.

ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჩატარებული კვლევებით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 77 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button