მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს

ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ბავშვის მამა, 24 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა მამაკაცმა, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 2019 წელს დაბადებულ შვილს , რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

„ასევე ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ ქალს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “ბ” და “დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button