fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

93
Share Button

საქართველოში 103-დან 108-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

დღევანდელი მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი.

საქართველოში დღეიდან “ფაქტობრივად სრული კარანტინი” ამოქმედდა.

🔸 სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე ქალაქებს შორის;

🔸 დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე;

🔸 მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით;

🔸 იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია;

🔸 აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში;

🔸 თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ მიმართ დახმარების ვალდებულება აქვთ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს;

🔸 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 06:00 საათამდე;

🔸 პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულების და პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები;

🔸 ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი