fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ახალი პაციენტები მარნეულიდან და აფხაზეთიდან

304
Share Button

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მარნეულიდან ორი ქალბატონი შეიყვანეს. ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში სულ 73 პაციენტია. აქედან 19 პაციენტი კი, ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

„2 პაციენტი დაგვემატა. ეს ორი პაციენტი მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონია. ერთი არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე, აპარატზეა გადაყვანილი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია იქ, სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა, როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონი მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კი, ოკუპირებული აფხაზეთიდან მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი მოათავსეს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვებს ცხელება აღენიშნებათ. მათი ბიოლოგიური მასალა, სავარაუდოდ, ლუგარის ცენტრში გაიგზავნება.

პაციენტები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერის მკვიდრები არიან.

ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობას ამ დრომდე კიდევ ორი პაციენტი აგრძელებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ერთ-ერთი აფხაზეთიდანაა, მას კორონავირუსი ლაბორატორიულად გუშინ დაუდასტურდა, ხოლო მეორე პაციენტს, – 25 მარტს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი