მსოფლიოსიახლეები

ინგლისში აპრილის ბოლოს დღეში 100 000 ტესტი უნდა ჩატარდეს

გაერთიანებული სამეფო აპრილის ბოლოს მასობრივ ტესტირებაზე გადასვლას გეგმავს. ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, აპრილის ბოლოს ინგლისში დღეში 100 ათასი ტესტი ჩატარდება.

ტესტების მიზანი როგორც დაინფიცირებულების ამოცნობა, ისევე იმის გარკვევა იქნება, გამოიმუშავა თუ არა იმუნიტეტი უკვე დაინფიცირებულმა ადამიანმა.

მიზნის მისაღწევად ბრიტანეთი გეგმავს, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები გააფართოვოს. ამჟამად ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განკარგულებაში 8 ლაბორატორია და 40 საავადმყოფოა.

გარდა ამისა, ქვეყანაში 44 მოლეკულური ვირობიოლოგიის ლაბორატორია ფუნცქიონირებს, სხვა კერძო ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებში კი 14 000-მდე PCR მოწყობილობაა, რომლის გამოყენებაც კორონავირუსის ტესტისთვისაა შესაძლებელი.

კემბრიჯის უნივერსიტეტში კი, ახალი მოწყობილობა შეიქმნა, რომელიც დიაგნოზს 90 წუთზე ნაკლებ დროში სვამს და ადგილობრივ საავადმყოფოში უკვე გამოიყენება. მოწყობილობის სიზუსტე 98.7%-ია.

გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად ახალი კორონავირუსის 34 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 2900-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 192 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button