საქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, გამოჯანმრთელებულია 31 პირი.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვეგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 159 შემთხვევაა დადასტურებული. დღეს, 4 აპრილს, 1 ადამიანი – 79 წლის ქალი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი იმყოფება; სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ, – 330.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე – კომენდანტის საათი.

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button