
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანას “უსასტიკესი კვირა” ელოდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება.
“ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება. უსასტიკესი კვირა გველოდება. ამ რიცხვების მსგავსი ალბათ არასდროს არაფერი გვინახავს, არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომის დროს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 311 637 შემთხვევაა დადასატურებული, დაღუპულია 8 454 ადამიანი.