კახეთში ნათესებს იტალიური კალია შეესია
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კახეთის რეგიონში მავნებლის – ე.წ იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებენ – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი თქმით, წამლობა ამ დროისთვის უკვე ჩატარდა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, სულ 14 500 ჰექტარზე.
იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მწვანე ნარგაობას ანადგურებს. საქართველოს ტერიტორიაზე კალიის ეს სახეობა აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.